Sunday, August 31, 2014

ტრენინგის მესამე დღე

  ტრენინგის დასაწყისში გავიმეორეთ წინა ტრენინგის მასალა. განვიხილეთ პროექტის გეგმა, შევისწავლეთ პროექტის სტანდარტის და მიზნის განსაზღვრა, ასევე  შევისწავლეთ თუ როგორ გავააქტიუროთ მოსწავლეები საკვანძო მიმართულების მიმცემი კითხვების ფორმულირებით. განვიხილეთ ბლოგის დიზაინი.

Saturday, August 30, 2014

ტრენინგის მეორე დღე



  მიმოვიხილეთ საშინაო დავალებად მოცემული პროექტები, გავიმეორეთ წინა დღის ტრენინგის მასალა, გავიმეორეთ word-ის ინსტრუმენტები, გავეცანით ბუკლეტის მნიშვნელობას პროექტზე მუშაობის დროს, მის დამზადებას და შენახვას. ტრენინგზე ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გაგზავნა საკუთარ ელ.ფოსტაზე.

Friday, August 29, 2014

ტრენინგის პირველი დღე

გავიცანით ტრენინგის მონაწილეები და მათ მიერ განხორციელებული პროექტები, განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის მიზნები, გავეცანით გზამკვლევს,შევქმენით პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე, გავეცანით კურსის რესურსებს და ვისწავლე მათი შენახვა,გავეცანით პროექტების შაბლონს და გავარჩიეთ სხვისი შექმნილი პროექტები.